ლუი სიქეი: ტაბუ და პესიმიზმი

Posted on

ავტორი: ლეო მიქაია

louis-ck-oh-my-god„კომედიის კვენტინ ტარანტინო“, „ტელესივრცის ყველაზე გულწრფელი ადამიანი“ – რა ეპითეტებით აღარ ამკობენ ლუი სიქეის ამერიკული გამოცემები, თუმცა თავად სიქეის სტენდაპის მონოლოგებს თუ დავეყრდნობით, ის ერთი მსუქანი, პათეტიკური და ხშირი მასტურბაციის მოყვარული მამრია. მსგავსი პოზიცია კი ლუის აძლევს საშუალებას, იყოს ირონიული როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. თვითირონია სიქეის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელსაც სცენაზე ისევე მარჯვედ იყენებს, როგორც სამურაი თავის კატანას. თუმცა ლუის არსენალი მხოლოდ თვითირონიით არ შემოიფარგლება. Read the rest of this entry »

ლობსტერი ან “მეიყვანე ბიჭო ცოლი”

Posted on Updated on

1

ავტორი: ლევან მიქაია

ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი გამოცდილი სნაიპერის სიზუსტით აჯენს კრიტიკის ტყვიებს თანამედროვე ურთიერთობებსა და სოციალურ წესრიგს. ტყვიის გასროლას ფილმის პირველივე სცენაში ვხედავთ, როდესაც ქალბატონი მანქანას სამი ვირის წინ აჩერებს, იღებს რევოლვერს და ერთ-ერთ ვირს სამი გასროლით კლავს. რატომ? რისთვის? საერთოდ, რა ჯანდაბა ხდება? – ეს სამი კითხვა აუცილებლად გაიელვებს ნებისმიერი მაყურებლების თავში. ფილმის განვითარებასთან ერთად ეს კითხვები ქრება და გვექმნება მიახლოებითი წარმოდგენა ამ ქალბატონის მოტივებზე.

Spoiler Alert

Read the rest of this entry »

ახალი და ძველი სტერეოტიპები ანუ “რა გამოხვალ?”

Posted on Updated on

ავტორი: ვერო მელუა

-სად სწავლობ?

-თავისუფალში.

-ვა, რა მაგარია!

შარშან, მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, ასეთი ტენდენცია იყო. მას შემდეგ რაც ბატონი კახა გარდაიცვალა ეს დიალოგი ასე შეიცვალა:

-სად სწავლობ?

-თავისუფალში.

-მერე? ისევ ისეთი მაგარია თუ შეიცვალა რამე? არ დაიხურება? ისევ კარგად ასწავლიან?

Free

Read the rest of this entry »

გადამწვარი ნათურები

Posted on Updated on

ავტორი: მარიამ ჩხეიძე

ის, რაზეც ახლა უნდა დავწერო, 5-6 წლის ამბავი იქნება. ზუსტად არ მახსოვს, ციფრებს ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს…

მამიდაჩემს პორტუგალიაში წასვლა მყარად გადაეწყვიტა, ყველაფერი დაგეგმილ-გაწერილი ჰქონდა, ბილეთიც უკვე ეყიდა.

მაშინ ბებია-ბაბუა კინჩხაში ცხოვრობდნენ. მამიდაჩემი მშობლებთან გამოსამშვიდობებლად ავიდა…

Read the rest of this entry »

ცნობიერების ნაკადი იმ სენტლუისურ შუა დღეს, როცა რამდენიმე ასეული სიტყვა დისერტაციაზე არ დავხარჯე

Posted on

ავტორი: ნუცა ბათიაშვილი

ეგრე იცის თურმე, რომ ორ დიდ, სოციო-კულტურულ-ისტორიულ სიმბოლიკის მონიუმენტალურ განსხეულებას შორის თუ დადგები და მთელი არსებით, რამე სრულიად არამონიუმენტალურზე კონცენტრირდები, რაღაც ჯადოსნური შეიძლება მოხდესო.

ამას წინათ, სენტ ლუისის არკასა (დასავლური ექსპანსიის ერთ-ერთი მთავარი მონუმენტი რომაა და მემაპატიეთ და, ერთობ უადგილოც – აბა, რაის დასავლური ექსპანსიის კარიბჭეა სენტ ლუისი?!) და მისისიპის მდინარეს (აფრო-ამერიკული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო) შორის რომ ვიდექი და ე.წ. funnel cake-ით ვიბუსკნებოდი, დავინახე მოულოდნელად, ხელი როგორ თხოვა სპორტულებში ჩაცმულ ამერიკელ გოგოს მისმა მეგობარმა ბიჭმა. ეს გოგო, ხო, გაბედნიერდა და მერე, კიდევ უფრო გადაირია, როცა ბუჩქებში ჩამალული მეგობრების ალყაში მოექცა.

11026703_836231679749582_797009481_n 11051516_836231676416249_256743289_n

Read the rest of this entry »

Je Suis Charlie

Posted on Updated on

ავტორი: Ori Eim

ფრთხილად იყავით მეგობრებო, კარგად გადატენეთ და დაუმიზნეთ იარაღები,
მათ შესაძლოა კალმები ეპყრათ ხელთ.

je_suis_charlie_fist_and_pencil[1]

Read the rest of this entry »

მოგონებები “დენდიზე”

Posted on Updated on

ავტორი: სალომე ხატიაშვილი

-შენა, ჯიგარო, ფული არა გაქვს?

– ჯიგარო არა ის _ შევუღრინე ჩვენი სამეზობლოს მათხოვარს, მეგობრულად რომ ჩალიჩობს ხოლმე ფულზე და სანამ აზრზე მოვიდოდა, სხვა ქუჩაზე შევუხვიე.

მინდოდა რამე გულისამაჩუყებელზე მესაუბრა, მაგრამ არ მგონია, ასეთ ნაწერებზე ვინმეს კიდევ უჩუყდებოდეს გული. ამიტომ მხოლოდ იმას ვეცდები, ნაკლებად გულისამრევი ვიყო.

ამას წინათ მეტროთი ვმგზავრობდი. ვაგონში ვიღაც ბებო მათხოვრობდა. გაჩერებაზე მეორე მათხოვარიც შემოვიდა. ეს ჩვენი ბებო ეგრევე დაიძაბა, ხო აზრზე ხართ, ამის ტერიტორიაზე არიან. მოკლედ, მაგრად დასცხეს ერთმანეთს: – შენ აქ გასაპრანჭად დადიხარ, მე კიდე გასართობად არა მცალიაო_ ყვირის პირველი ბებო და თან ცალი თვალით მგზავრებს გვიყურებს, აბა, მოგვადგა თუ არა თვალს ცრემლი ან ვაპირებთ თუ არა გამოქომაგებას. არადა ყველა გაშეშებული სახით ზის და წინ იყურება. მოკლედ, სულ „შე, მათხოვარო!“ ეძახეს ერთმანეთს. ვუყურებ და ვფიქრობ, ახლა  რომ მივიდე და ვუთხრა, დამშვიდდით ხალხნო, რა გაჩხუბებთ, ორივენი მათხოვრები არ ხართ-მეთქი? ნეტა, მერე სადმე რელსებზე ჩაჩეხილს ხომ არ მიპოვიან? ვდგავარ იდიოტივით გაღიმებული და მატარებლის „დდნ“-ის ფონზე თავში ასეთი აზრები მიტრიალებს.

მორალი: არ ენდოთ ქუჩაში საყვარლად მოღიმარ გოგოებს

d0fd9274379916b8946e80297f58edbb

Read the rest of this entry »

მიწის ორსული

Posted on Updated on

ავტორი: მარიკა ომანიძე

2

ის სახლში შებინდებამდე ბრუნდება ხოლმე,

ყოველდღე ერთ დროს

და არასოდეს უღიმის ბავშვებს.

მსოფლიოში ყველაზე საჭირო პროფესიის –  დიდოსტატია

სადღაც მთის ძირში, სასაფლაოზე მთხრელად მუშაობს.

Read the rest of this entry »

девушка, вы хотите грузинский хуй? ანუ რა ხდებოდა გრუზანტიპზე

Posted on Updated on

ავტორი: სალომე ჯანელიძეCapture5555

ეს პოსტი არ დაიწერებოდა, რომ არა გუშინ გაგებული ამბავი: ქართველი მამაკაცი რუს ტურისტს, დღისით, მზისით, მშვიდობის ხიდთან გასაუპატიურებლად მისდევდა, თურმე.

Read the rest of this entry »

პარიკმახერის და სხვა პარადოქსები ანუ „ფარგო“

Posted on Updated on

ავტორი: მარიამ შალვაშვილი

„ეს ნამდვილი ისტორიაა

ფილმში განვითარებული მოვლენები 2006 წელს მოხდა

გადარჩენილების თხოვნით, სახელები შეცვლილია

დაღუპულების პატივსაცემად, ყველაფერი დანარჩენი მოყოლილია ზუსტად ისევე, როგორც სინამდვილეში იყო“

fargo-1

Read the rest of this entry »