კინო და მისი ფანტომები

კინო და მისი ფანტომები – ფრაგმენტი ინტერვიუდან ჟაკ დერიდასთან

Posted on Updated on

მთარგმნელი: ნატალი გიორგობიანი

ინტერვიუ პარიზში, 1998 წლის 10 ივლისს ანტუან დე ბეკმა და ტიერი ჟუსმა ჩაწერეს. 

1484011_623396727708612_1854918459_oროდის და როგორ შემოვიდა კინო თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ალჟირში ცხოვრებისას, ომის ბოლო წლებში. მაშინ 10-12 წლის თუ ვიქნებოდი და ქალაქის განაპირას, ელ ბლარში ვცხოვრობდი. ჩემთვის თითოეული ვიზიტი კინოში თავისუფლების გემოს შეგრძნება და ოჯახიდან წასვლის შესაძლებლობა იყო. ალჟირული კინოთეატრების სახელები დღემდე მახსოვს: “კამეო”, “მიდი-მინიუი”, “ოლიმპია”. მე მგონი განურჩევლად, ყველანაირ ფილმს ვუყურებდი: ოკუპაციის დროს გადაღებულ ფრანგულ ფილმებს, ამერიკულებსაც, რომლებსაც 1942 წლის მერე უჩვენებდნენ. ფილმების სახელები არ მახსოვს, მაგრამ თითოეულის აღწერა შემიძლია. მაგალითად, ავიღოთ ფილმი ტომ სოიერზე – ზუსტად ამ დღეებში  მახსენდებოდა სცენები მაგ ფილმიდან. გამოქვაბული, სადაც ტომი გოგონასთან ერთად აღმოჩნდა ჩაკეტილი… მახსოვს ის ეროტიკული, სექსუალური აღელვება, რომელიც მაშინ ჩემში ამ ეპიზოდმა გამოიწვია: თურმე, თორმეტი წლის ბიჭსაც შეუძლია ალერსი. მაშინ მე თვითონაც მოზარდი ვიყავი. საიდუმლო არავისთვისა, რომ ძალიან ხშირად მგრძნობელობით და ეროტიკულ კულტურას ჩვენში კინემატოგრაფი ნერგავს. ჯერ კინოეკრანებიდან ვიგებთ რა არის კოცნა, რეალურ ცხოვრებაში კი მოგვიანებით განვიცდით.

Read the rest of this entry »