ჯადოქარი ეგნატე და ხალხი

ვიქტორ პელევინი – ჯადოქარი ეგნატე და ხალხი

Posted on Updated on

მთარგმნელი: რეზი გვარამაძე

1912 წლის 4 მაისს ჯადოქარ ეგნატეს დეკანოზი არსენიკე ესტუმრა. სანამ ეგნატე სამოვარს ეხლაფორთებოდა და ნამცხვრები მოჰქონდა, სტუმარი ტანსაცმლის საკიდთან ხან აცემინებდა, დიდხანს იხდიდა კალოშებს, ხანაც პირჯვარს იწერდა და მძიმედ ოხრავდა. ყველაფერ ამის შემდეგ პატარა ჯორკოს კუთხეზე ჩამოჯდა, კაბის ჯიბიდან წითელი მუყაოს საქაღალდე ამოიღო, გახსნა და  ეგნატეს უტიფრად უთხრა:

-შეხედე ერთი, რა დავწერე!

-საინტერესოა _თქვა ეგნატემ და საქაღალდიდან პირველი ფურცელი გამოაძრო _ხმამაღლა წავიკითხო?

-რას ამბობ! _შეშინებულმა წაიჩურჩულა დეკანოზმა _ შენთვის!

ეგნატემ კითხვა დაიწყო:

წმინდა ფეოქტისეს გულახდილობა

-„ხალხო! _თქვა წმინდა ფეოქტისმა, დაწნული კვერთხის გამალებული ქნევით _ ქრისტე გამომეცხადა მე, ჭეშმარიტად! სწორედ მან მიბრძანა თქვენთან ბოდიშის მოსახდელად მოსვლა – არაფერი არ გამოვიდა“

-ჰა-ჰა-ჰა! გაეცინა ეგნატეს და თავისთვის გაიფიქრა: „ რაღაცაში არის საქმე“_ დაეჭვდა ჯადოქარი, მაგრამ არ უნდოდა, დეკანოზს მისი ფიქრები შეეტყო.

-კიდევ გაქვს რაიმე? მშვიდად იკითხა მან.

-როგორ არა.

დეკანოზმა მისცა ეგნატეს ახალი ფურცელი და მანაც დაიწყო კითხვა:

როგორ შეიშალა ჭკუიდან მიხეილ ივანიჩი და მოკვდა

„სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან აღმოჩნდება ხოლმე ერთი გიჟი მაინც. და აი, როგორც იქნა, მივაღწიე განმარტოებას“ _ გაიფიქრა მიხეილ ივანიჩმა და გაკვირვებული სახით სავარძელში ჩაჯდა. Read the rest of this entry »